LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა თავისი 11 შვილისა და მათი დედებისთვის ერთი დიდი კომპლექსი იყიდა

118
d3876601d5dc5bf1f447d959f1de52af

ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი ოჯახობა ერთ კომპლექსში დაასახლოს. ამისთვის მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ტეხასის შტატი შეარჩია, წერს Economic Times.

53 წლის მილიარდერმა უკვე იყიდა ვილა, რომლის ფართობიც 1 338 კვადრატული მეტრია და იქვე აქვს შედარებით მცირე ზომის სახლი 6 საძინებლით. მასკი აპირებს, რომ ამ სახლში თავისი 11 შვილი დედებით დაასახლოს, რათა ბავშვებს ერთმანეთთან მეტი კონტაქტი ჰქონდეთ და ნამდვილი და-ძმებივით გაიზარდონ.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი სახლის საერთო ღირებულება 35 მილიონი დოლარია. ამასთან, იქვეა მესამე სახლიც, სადაც ბედნიერი მამა ოჯახთან ვიზიტების დროს გაჩერდება ხოლმე.

მასკს თავისი შვილების დედებთან არც თუ ისე მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს იმაში, რომ ბავშვებზე იზრუნოს. მილიარდერი მამობას მომავალშიც აპირებს, რამეთუ მიიჩნევს, რომ დემოგრაფიული კოლაფსი გარდაუვალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები