LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ილონ მასკისთვის 500 წერილის გაგზავნის შემდეგ Tesla-ში სამსახური მიიღო

110
Capture

ინდოელმა ინჟინერმა ილონ მასკის კომპანიას 500 წერილი მისწერა და საბოლოოდ იქ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Mint წერს.

დრუვ ლოიუა აშშ-ს პირველად როგორც სტუდენტი, საერთაშორისო პროგრამით ესტუმრა. მან ამერიკული უნივერსიტეტი საშუალო ქულით დაასრულა. გამოშვების შემდეგ ლოიუამ რამდენიმე IT-კომპანიაში გაიარა სტაჟირება. თუმცა, მიუხედავად კარგი სივის, სამსახურის პოვნას ის ვერა და ვერ ახერხებდა. 5 თვის განმავლობაში ახალგაზრდა მეგობრებთან ცხოვრობდა, არ ჰქონდა დაზღვევა და ვიზის ვადის გასვლის გამო დეპორტაცია ემუქრებოდა.

სასოწარკვეთაში მყოფმა გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა მილიარდერ ილონ მასკთან დაეწყო სამსახური. ის „ტესლას“ 300-მდე ვაკანსიას გამოეხმაურა, პირადად მასკს 500 წერილი მისწერა და 5 თვის ჯამში ათობით გასაუბრებაც გაიარა კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში. ბოლოსდაბოლოს მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, ინდოელმა კომპანიისგან სამსახურის შემოთავაზება მიიღო.

დრუვი კომპანია „ტესლას“ ტექნიკურ მხარდაჭერაში იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები