LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3248
მიხეილ ცაგარელი

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა – მზე დღეიდან ერთი თვის ვადით გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. აღნიშნული პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ადამიანებში საგრძნობლად განვითარდება ინტუიცია, ემოციურობა, მოთმინების უნარი, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და ტრადიციული საოჯახო ურთიერთობებისადმი მიდრეკილება. თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა იჩინოს თავი ნეგატიურმა false, როგორიცაა ხასიათის ცვალებადობა, ზედმეტი ფანტაზიები და ტყუილებისადმი მიდრეკილება. მაქსიმალურად ეცადეთ, გვერდი აუაროთ ამ უარყოფით გამოვლინებებს და წინა პლანზე მხოლოდ დადებითი თვისებები წამოსწიოთ.

დღეს, ამავდროულად, არის ზაფხულის მზებუდობა – წლის ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროში მნიშვნელოვანი საკრალური ცვლილებები იწყება. ილოცეთ და დალოცეთ ყველა. აუცილებლად ჩამოწერეთ საკუთარი სურვილები, რაც ხელს შეუწყობს მათ რეალიზებას – ასეთ დროს იხსნება კოსმიური პორტალი, მოდის მეტად სასიკეთო ენერგია და როდესაც მას გამზადებულ სურვილებს დავახვედრებთ, მათი ახდენის ალბათობა ერთიორად იმატებს.

გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები გარკვეულ პრობლემებს უქმნის ადამიანის ორგანიზმს (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას), რაც შესაძლოა გახდეს უგუნებობის, თავის ტკივილისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაიზომეთ წნევა და საჭიროებისას მიმართეთ შესაბამისი მედიკამენტების პროფილაქტიკას, რათა ორგანიზმი ნორმაში მოიყვანოთ.

ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს საღამოსა და ღამის საათები – 21:34 საათიდან თითქმის ღამის პირველ საათამდე გვაქვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. ამ მონაკვეთში ადამიანის ყურადღება ზედმეტად დუნდება, რაც ხშირად სრულიად საკმარისი მიზეზი ხდება არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისთვის. ეს პერიოდი ორმაგ სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები – პირად თუ საქმიან კავშირებში დღის განმავლობაში ნუ იქნებით ზედმეტად მეწვრილმანე და პირდაპირი. დღევანდელი დღე საკმაოდ რთულია სიყვარულისთვის, ქორწინებისა და ახალი ნაცნობობისთვის. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ყოველგვარ სარისკო მოქმედებასა და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებას. სამაგიეროდ, დღე ბრწყინვალეა სწავლისთვის, ვაჭრობისთვის, სახლის დალაგება-დასუფთავებისა და საქმიანი მიმოწერისთვის. რაც შეეხება დღევანდელ სიზმრებს – ისინი აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ და არავის გაუმხილოთ.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ყვითელი და მწვანე იასპის, მალაქიტის, აქატისა და ქრიზოპრაზის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე, ნაცრისფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ და ბეჟ ტონებს, რადგან მათი გამოყენება მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისათვის. შედარებით რთული და დაძაბულია პერიოდი ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები