ვისაც მარტო მოგზაურობის გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა ამგვარი წამოწყება უცნაურად და სახიფათოდ მოეჩვენოს, არადა სინამდვილეში, „დამოუკიდებელ ტურიზმს“ ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან სოლო-ტურების მოყვარულთა მტკიცებით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა რეალობის დავიწყების და სრულფასოვანი დასვენების საუკეთესო საშუალებაა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მარშრუტს საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად.
ოკლენდი, ახალი ზელანდია – თავისი მთებით და ტყეებით, მყინვარებით და პლჟებით – ახალი ზელანდია სამოთხეა ეკო-ტურიზმის მოყვარულთათვის, ოკლენდი კი – ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, რომელსაც ძვირადღირებული იახტების სიმრავლის წყალობით ხშირად „იალქნების ქალაქსაც“ უწოდებენ. ასე რომ, თუ გეზი ახალი ზელანდიისკენ აიღეთ, დარწმუნებული იყავით, რომ გასართობი არ მოგაკლდებათ.
ჰილო, ჰავაის კუნძულები – მართალია, შეერთებულ შტატებში უამრავი ადგილია, სადაც გართობასაც შეძლებთ და არც მარტოს მოგწყინდებათ, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი მაინც ჰავაის კუნძულებია, სადაც აუცილებლად მოძებნით „თავშესაფარს“ საკუთარი ფიქრებისთვის. მოინახულეთ Akaka Falls State Park და ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, შეიარეთ ადგილობრივ კაფეებში და დააგემოვნეთ საფირმო დესერტი – მაკადამიას კაკალი შოკოლადში.
სეტუბალი, პორტუგალია – რა თქმა უნდა, პორტუგალიის ყველა ქალაქს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ზაფხულში გეზი მაინც საპორტო ქალაქ სეტაბულისკან უნდა აიღოთ, სადაც ერთის მხრივ უგემრიელესი ზღვის პროდუქტით და ღვინით ისიამოვნებთ, მეორეს მხრივ კი, ულამაზესი პეიზაჟებით დატკბებით, რადგან სეტუბალო ყველა მხრიოდან ნაკრძალებშია ჩაფლული.
მალმო, შვედეთი – უსაფრთხოების და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, მით უფრო, რომ მისი ღირსშესანიშნაობები მხოლოდ სტოკჰოლმით არ ამოიწურება. გაემგზავრეთ ქვეყნის სამხრეთში, ფერმერებით განთქმულ პატარა ქალაქ მალმოში, სადაც გოლფის თამაშაც ისწავლით და მრავალრიცხოვან ბაზრობებზე ორიგინალური სუვენირების შეძენასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მომზადებულ კერძებსაც დააგემოვნებთ.



