LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმუნიზაცია

110
იმუნიზაცია

ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ფორმებს,  ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს.

ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები – ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებებისაგან.

პირველი იმუნიზაცია ტარდება სამშობიაროშივე: ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის წინააღმდეგ. სხვა აცრები ტარდება იმუნიზაციის გეგმის მიხედვით 2 თვის ასაკიდან.
დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ინფლუენსა ბ ტიპის, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ბ ჰეპატიტი, როტავირუსული ნაწლავური ინფექცია, პნევმოკოკური  ინფექცია. ბავშვი 12 საშიში ინფექციის წინააღმდეგ იცრება 1 წლის განმავლობაში.ვაქცინა გამოყენებამდე საგანგებოდ და ხანგრძლივად მოწმდება. ყველა წამალს შეუძლია გვერდითი არასასურველი რეაქციების და გართულებების გამოწვევა – ამ თვალსაზრისით ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია.

აცრის შემდგომი გართულებების რისკი საკმაოდ უმნიშვნელოა.

არსებობს ვაქცინაციის დროებითი,  მუდმივი და ასევე ცრუ უკუჩვენება:

მუდმივია უკუჩვენება, როდესაც აცრას მოჰყვება: ალერგიული რეაქცია ან გართულება ანაფილაქსია, შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა.

დროებითი უკუჩვენებაა: საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება მკაფიოდ გამოხატული კლინიკური ნიშნებით ტემპერატურით და/ან მის გარეშე-ვაქცინაცია არ ტარდება გამოჯანმრთელებამდე; სამშობიაროში 2000 გრ-ზე ნაკლები წონის  ახალშობილები არ იცრებიან წონის კორექციამდე; სისხლის ან სისხლის სხვა პროდუქტების ხშირი გადასხმის შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარების საკითხს და ვადებს წყვეტს ექიმი;

ცრუ უკუჩვენებებმა შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. ეს არის დაავადებები, რომლებიც არ წარმოადგენენ აცრების უკუჩვენებას: პერინატალური ენცეფალოპათია; სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა; ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი; თიმუსის ჩრდილის გადიდება; ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეგზემა, დიათეზი; ფერმენტოპათია; დიარეა, დღენაკლულობა ან მცირეწონით დაბადება; ალერგია ნათესავებში; ეპილეფსია, რომელიც მკურნალობას ემორჩილება; შეიძლება ბავშვს  აცრის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეს შემდეგი მსუბუქი რეაქციები: სიწითლე, შესივება და ტკივილი, ცხელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები