LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინდიანა ჯონსის” 90 წლის Renault გასაყიდად გაიტანეს

26

რარიტეტული Renault, რომელიც “ინდიანა ჯონსის” ეპოპეის მესამე ნაწილის კინოვარსკვლავი გახდა, ბრიტანული Brightwell-ის აუქციონიდან იყიდება.

ეგზემპლარი Renault Type NN Tourer 1928 წელს გამოვიდა, ბოლო პერიოდი კი უინძორის მუზეუმის ექსპონატად გაატარა. ავტომობილი გადაღებებში ჰარისონ ფორდთან და შონ კონერთან ერთად ”მონაწილეობდა”. 90 წლის ”რენო”, გარდა სოლიდური ასაკისა, ფასეულობას ფილმში მონაწილეობის გამოც წარმოადგენს, ამიტომ მისი საწყისი ფასი 13 ათასი ფუნტი სტერლინგია. საკულტო ბოევიკის გადაღებებზე მას ჭუჭყიანი მუქი ფერი მისცეს და ძრავის დემონსტრირებაც მოახდინეს. გადაღებებიდან ავტომობილი მუზეუმში, მუზეუმიდან კი აუქციოზე მოხვდა. ბონუსად ”რენოს” ორიგინალი დოკუმენტები მოყვება, ვაჭრობა 17 მაისს არის დანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები