LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთის აეროპორტმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

72

24 საათში 969 რეისი – ინდოეთის აეროპორტმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გამოცემა “The times of India”-ს ინფორმაციით, მუმბაის საერთაშორისო აეროპორტმა ერთ დღე-ღამეში აუარებელი რეისების მიღება და გაშვება მოასწრო. ასეთი შედეგის მიღწევა მუმბაიმ ჩარტერული და კერძო ფრენებისსიმრავლით მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ფრენების რაოდენობის წინა რეკორდი 935 რეისი იყო და ისიც ინდოეთს ეკუთვნოდა. საინტერესოა, რომ მუმბაის აეროპორტის ფართობი არც თუ ისე დიდია, თუმცა საფრენი ზოლების განლაგების გამო ის ერთდროულად რამდენიმე ხომალდს ემსახურება. მაგალითად, ყოფილა ისეთი შემთხვევა როცა ერთ საათის განმავლობაში 50 ლაინერი დაჯდა და აფრინდა და მათ ერთმანეთისთვის ხელი არ შეუშლიათ. აეროპორტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ისინი მომავალში ახალი რეკორდის დამყარებას გეგმავენ, რაც ერთ დღეში 1000 რეისი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები