LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა

119
lainercrashpraga

პრაღის საერთაშორისო აეროპორტში ერთმანეთს ორი ლაინერი შეეჯახა. „ბოინგები“ ჩეხურ ავიაკომპანია Smartwings-ს ეკუთვნოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტის დროს ლაინერები ასაფრენი ბილიკისკენ მიემართებოდნენ და ორივე მათგანი სავსე ბორტით იყო. ერთმა ბოინგმა მეორეს ფრთა გაკრა და მგზავრები ძალიან შეაშინა.

საერთო ჯამში ორივე ხომალდში 278  ადამიანი იმყოფებოდა და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შემთხვევის გამო თვითმფრინავები დაცალეს და მგზავრები სხვა ლაინერში გადასხეს. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა მათ დიდი ბოდიშიც მოუხადა და ინციდენტის გამოძიების პირობაც დადო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები