LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში Kia-ს ქარხნიდან ათასზე მეტი ძრავა მოიპარეს

106
ინდოეთში Kia-ს ქარხნიდან ათასზე მეტი ძრავა მოიპარეს

ინდოეთში Kia-ს ქარხანაში სამი წლის განმავლობაში იპარავდნენ ძრავებს. ამ პერიოდში ქარხნის ორმა თანამშრომელმა რამდენიმე თანამზრახველთან ერთად 1000-ზე მეტი აგრეგატის გატანა შეძლო. მოპარულ ძრავებს  ჯართში აბარებდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის მარტში ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები გარე პირებთან თანამშრომლობდნენ, ძრავებს ყიდდნენ და შემდეგ ყალბი დოკუმენტაციით ისინი ქარხნიდან გაჰქონდათ.

მოპარული ძრავების ღირებულება დაახლოებით 2,3 მილიონ დოლარს შეადგენს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია, მეორე კი ძებნაშია. ორივე მათგანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Kia-ს ინდური დანაყოფის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ქარხანაში კონტროლის სისტემა აუცილებლად გამკაცრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები