ინდოეთის სახალხო მთავრობამ, პარტია BJP-ს ლიდერობით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი – ჩენაბის სარკინიგზო ხიდი ოფიციალურად გახსნა. ხიდი 1.315 კმ-ზეა გადაჭიმული და მისი სიმაღლე 359 მეტრს შეადგენს. ანუ ნაგებობა უფრო მაღალია ვიდრე ეიფელის კოშკი.
სიახლე ქaშმირის ველს ქვეყნის დანარჩენ ნაწილებთან დააკავშირებს. ხიდს უამრავი წლის განმავლობაში აშენებდნენ და პროექტზე 160 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
კონსტრუქცია ინდოეთის ახალი სტრატეგიის ნაწილი, რაც 2047 წლისთვის სატრანსპორტო ქსელის სრულ განახლებას გულისხმობს. ხიდმა წესით ყველანაირ ბუნებრივ კატაკლიზმას უნდა გაუძლოს და ქვეყნის განვითარებულ სახელმწიფოდ ქცევას უნდა შეუწყოს ხელი.