ინგლისის ნაკრებმა „ნაიკთან“ 480 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2030 წლამდეა გათვლილი.
„ნაიკი“ ინგლისის ყველა ასაკის, 24-ვე ნაკრებს (მათ შორის ქალთა) მოამარაგებს ფორმებით.
„ეს შეთანხმება საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ და ფეხბურთი ინგლისში ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. მინდა „ნაიკს“ მადლობა ვუთხრა ინგლისური გუნდების და მთლიანად ინგლისური ფეხბურთის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – კომენტარი გააკეთა საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გლენმა.
ინგლისის ნაკრები 2014 წლის მუნდიალსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე სწორედ „ნაიკმა“ შემოსა.