ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე Marks & Spencer პიჯაკებით წავა.
ტანსაცმლის უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის ფოტოსესიაში 12 მოთამაშე მონაწილეობდა.
M&S-მ ახალი ფორმალური იმიჯი წარმოადგინა.
მუქი ლურჯი კოსტუმები ორ ღილზე, ღია ცისფერი პერანგი, ლურჯი ჰალსტუხი თეთრ-წითელი ხაზებით და შავი ფეხსაცმელი – ასეთი იქნება ინგლისის ნაკრების თითოეული ფეხბურთელის გარდერობი დამდეგ ივნის-ივლისში.
შეგახსენებთ, ევრო-2016-ზე ინგლისის ნაკრები ჯგუფში რუსეთს, ეუელს და სლოვაკეთს შეხვდება.