LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისური ევროპულ სკოლებში ყველაზე პოპულარული უცხო ენაა

123
The_most_studied_foreign_languages-2017data

ინგლისურ ენას სწავლობს თითქმის ყველა ევროპელი ბავშვი და პოპულარულ უცხო ენებს შორის ისევ ლიდერია. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატი“ ავრცელებს და ინგლისურს სკოლის მოსწავლეთა 95,7% ირჩევს.

ზოგადი განათლების სფეროში ყველაზე პოპულარული ენების მეორე ადგილს 26,8%-ით ესპანური ენა, მესამეს კი ფრანგული იკავებს. ამ უკანასკნელს მოსწავლეთა 21,8% სწავლობს. ხუთეულს აგვირგვინებენ გერმანული და იტალიური. გერმანულის შემსწავლელთა რიცხვი 21,4%-ს, ხოლო იტალიურის მხოლოდ 3,4%-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ევროპის დაწყებით სკოლებში ბავშვების 96,1% მინიმუმ ერთ უცხო ენას მაინც სწავლობს, ხოლო 60% ერთდროულად ორი უცხო ენის შესწავლითაა დაკავებული.

მაგალითად, ლუქსემბურგში, საფრანგეთში, რუმინეთში, ფინეთსა და ჩეხეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ მოსწავლეების – ვინც დაწყებითი კლასებიდანვე ორ ან მეტ უცხო ენას სწავლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები