LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები ენის შესწავლას დაბადებამდე იწყებენ – ახალი კვლევა

128
bebe

იტალიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა ერთობლივი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ჩვილები ენის შესწავლას ჯერ კიდევ დაბადებამდე იწყებენ.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ახალშობილებმა, რომელთა დედებიც ფრანგული ენის მატარებლები არიან. ჩვილებს საბავშვო ზღაპრების ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენაზე შესრულებული ჩანაწერები მოასმენინეს, პარალელურად კი ტვინის აქტივობას ენცეფალოგრაფის საშუალებით აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ მშობლიური ენის მოსმენის შემდეგ პატარებს „ნეირონთა აქტივობა“ გაეზარდათ, რაც მეტყველების მიღებასა და გადამუშავებასთანაა დაკავშირებული. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ჩვილები ფრანგულ ენას ჯერ კიდევ დაბადებამდე იცნობდნენ. დიდად სავარაუდოა, რომ მათ დედის საუბრები მუცლად ყოფნის დროსაც ესმოდათ.
კვლევაში არ ზუსტდება, თუ როდის იწყებენ ჩვილები საუბრის აღქმას. ამასთან, სხვა სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ მუცლად ყოფნის დროს ბავშვი ხმების აღქმას მესამე ტრიმესტრის დასაწყისიდან იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები