„იანდექს ტაქსის“ რეგიონალური განვითარების დირექტორი საქართველოში თეიმურაზ ხმელიძე
- რას ნიშნავს საბავშვო ტარიფი
- 26 ივნისს ახალი, მეოთხე ტარიფი გავუშვით. ამ შემთხვევაში მომხარებელთან „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილი მივა, რომელიც ევროპული დონის საბავშვო სკამითაა აღჭურვილი. ასეთ დროს ავტოსაგზაო შემთხვევისას ბავშვის დაცულობა რამდენჯერმე იზრდება.
- ეს ტარიფი უკვე გაშვებულია და შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს სარგებლობა
- კი, უკვე მოქმედია, გამოძახებებიც არის. ჩენთან ტაქსის გამოძახება აპლიკაციითა შესაძლებელი. მომხმარებელი მისთვის სასურველ ტარიფს ირჩევს და მასთან მივა მანქანა, რომელიც საბავშვო სკამითაა აღჭურვილი
- თქვენ როგორ მიიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს ბაზარზე ამის საჭიროება იყო
- ორი ძირითადი ამოსავალი წერიტლი გვქონდა: მომხარებლის მოთხოვნა-ხშირად მშობლები სკოლაში მარტოს უშვებენ ბავშვს, მეორე – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მანქანაში უბედური შემთხვევა არ მომხდარა, სტატისტიკა საგანგაშოა. ამ გზით გვინდოდა, საზ-ის ცნობიერების ამაღლების საქმეში გარკვეული წვლილი შეგვეტანა
- ზოგადად კომპანიის პოლიტიკაზე გკითხავთ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მომხარებელთან
- მისაღები ფასები, რაც შესაძლებელია ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენებით , ეს კი ჭკვიანურ ალგორითმებს ეფუძნება. მეორე -ეს არის ბარათით გადახდა. მესამე ფაქტორი-ჩვენთან მომხარებელი თვითონ აკონტროლებს ხარისხს. მომსახურების დასრულების შემდეგ, გამოდის შეფასების ფორმა,სადაც მომხარებელი 1-დან 5 ქულამდე ირჩევს. ის მძღოლები, რომლებსაც კარგი შეფასება აქვთ, ბევრ შეკვეთას იღებენ.
- თანხა როგორ განისაზღვრება საბავშვო ტარიფის შემთხვევაში
- ამ შემთხვევაში მისი ფასი სტანდარტულზე 60 თეთრით ძვირია, 2, 60 ლარია საწყისი ფასი, ეს მოიცავს 2 კმ-ს და 5 წუთს მგზავრობას.
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა პროექტებზე მუშაობათ ახლა
- შემოდგომისთვის კორპორაციული სერვისის გაშვებას ვაპირებთ. ანუ იურიდიულ პირებს მოვემსახურებით. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ორ-სამ დიდ ქალაქში დავიწყებთ კიდევ მომსახურებას.