LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მოთამაშე ქართულ ბაზარზე: უბერი და იანდექსი ერთად მოდიან

31

ტაქსის რუსული კომპანია ”იანდექსი” და ამერიკული ”უბერი” ბიზნესს აერთიანებენ. მხარეებმა რუსეთის ტერიტორიაზე და მის ხუთ მეზობელ ქვეყანაში ოპერირება ერთიანი ძალებით გადაწყვიტეს.

როგორც ”როიტერი” წერს, ტაქსის კომპანიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში და ყაზახეთში ახალ კომპანიას ქმნიან, რომელიც 127 ქალაქში იმოქმედებს. გარიგება მხარებს შორის მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს გაფორმდება.

მხარეები ახალი კომპანიის დაარსებისთვის 325 მილიონ დოლარს დაიხარჯავენ, საიდანაც Yandex-ის წილი 100 მილიონი იქნება, ხოლო Uber-ის 225 მილიონი. ამასთან, კომპანიების საერთო პრეს-რელიზის მიხედვით, მგზავრებს დამოუკიდებლად შეეძლებათ როგორც Yandex-ის, ასევე Uber-ის ტაქსის გამოძახება, თუმცა მძღოლები საერთო პლატფორმაზე გაერთიანდებიან.

შეგახსენებთ, რუსული Yandex ტაქსი საქართველოში გასულ წელს შემოვიდა, ხოლო Uber ამ ეტაპზე საქართველოში არ ოპერირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები