LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერის მოგებათა სერია ფიორენტინამ შეწყვიტა

41

იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტურში მილანის „ინტერმა“ შინ „ფიორენტინა“ მიიღო და 4:1 განადგურდა.

საწყის 23 წუთში „იებმა“ მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს, ილიჩიჩმა ერთი გოლი შეაგდო, კალინიჩმა კი დუბლი გაიფორმა. ამას 31-ე წუთზე „ნერაძურის“ ბრაზილიელი მცველის მირანდას მოედნიდან გაძევებაც დაემატა, „ინტერი“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, თავი გუნდის კაპიტანმა მაურო იკარდიმ გამოიჩინა. 76-ე წუთზე კალინიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა – 4:1. ფლორენციულმა გუნდმა მილანურ გრანდს 5 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა.

ამ გამარჯვებით „ფიორენტინა“ გალიდერდა, „იებს“ „ინტერის“ მსგავსად 15 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ პოზიციას სწორედ ფლორენციელები იკავებენ.

მე-7 ტურში „ფიორე“ შინ „ატალანტას“ მიიღებს, „ინტერი“ კი „სამპდორიას“ ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები