LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერმა ერთი გაუშვა და სამი დაიმატა

18

ტურინის “იუვენტუსმა” მოულოდნელად “ინტერის” ერთ-ერთი ლიდერი ერნანესი დაიმატა. ”ბებერ ქალბატონს” ბრაზილიელი ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაუჯდა.
კონრაქტის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
ცნობილია, რომ 30 წლის ნახევარმცველმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ერნანესი “ინტერში” 2014 წელს “ლაციოდან” გადავიდა და ”ნერაძურის” მაისურით სერია ა-ში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

მილანის ”ინტერმა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაიმატა.
”ნერაძურიმ” ”გალათასარაის” ორი ბრაზილიელი მოთამაშე ფელიპე მელო და ალექს ტელეში გაიფორმა. ტელეში ახალ კლუბში იჯარის წესით იასპარეზებს. 32 წლის მელოში კი მილანელებმა 3,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ყველაზე გამორჩეული კი ”რომადან” ადემ ლიაიჩის ტრანსფერია. სერბი შემტევი ახალ კლუბში ერთ სეზონს გაატარებს. მომავალ ზაფხულში კი ”ინტერის” ხელმძღვანელობას უფლება ექნება 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 11 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები