LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ახალი Volkswagen Passat-ის არაოფიციალური ფოტოები გავრცელდა

65

ინტერნეტ გამოცემა Autoblog-მა ახალი Volkswagen Passat-ის არაოფიციალური ფოტოები გამოაქყვენა. ავტომობილმა განახლებული ფორმები მიიღო. ახალი ,,ლამაზმანი” კონცეპტ-ქარის – Sport Coupe Concept GTE-ს სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც ავტომოყვარულებმა 2015 წლის მარტში იხილეს.

ცოტა ხნით ადრე, გამოცემა Motor1-მა დაფარული პროტოტიპის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც შემჩნეული იყო საგზაო ტესტირებებში. ამჟამინდელი მონაცემებით, ახალი მოდელის სიგრძე დაახლოებით 4870 მმ-ს შეადგენს. ავტომობილი მის წინამორბედზე 70 მმ-ით მეტი იქნება.

დეტალურად ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ამ ეტაპზე ცნობები არ მოიძებნება. რაც შეეხება ძრავს, იგი განსხვავებული საწვავის ვარიანტებით იქნება წარმოდგენილი. ბენზინისა და დიზელის ოთხცილინდრიანი აგრეგატი ახალ ,,ლამაზმანს” კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და მისი სიმძლავრე 380 ცხენის ძალას შეადგენს.

მოდელი 2017 წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონში გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები