რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში ირაკლი ფირცხალავას კლიპის – “Не верь слезам”-ის პრემიერა შედგა, რომელსაც მომღერალი მოსკოვის ყველაზე პოპულარულ დიჯეებთან – Nejtrino-სთან და Baur-თან ერთად ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ სიმღერამ უკვე მოახერხა მსმენელის გულის მოგება და რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გეტყვით იმასაც რომ ვიდეოში “TNT”-ს ცნობილი სერიალის “უნივერის” ვარსკვლავი ანა ხილკევიჩი მონაწილეობს. ქერა ლამაზმანი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად ითვლება.