LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანელი ქალები წლის მთავარი გმირები არიან – Time

134
iranian-women-are-times-heroes-of-the-year-2022

გავლენიანმა ჟურნალმა time-მა წლის მთავარ გმირებად ირანელი ქალები დაასახელა.

„ეს ახალგაზრდა ქალები ახლა ქუჩაში დგანან, მოძრაობა, რომელსაც ისინი უძღვებიან, არის განათლებული, ლიბერალური და დიდი მოლოდინებით სავსე. მათ სასოწარკვეთამდე სჭირდებათ ნორმალური ცხოვრება: კოლეჯში სწავლა, უცხოეთში მოგზაურობა, ღირსეული სამუშაო, კანონი, წვდომა apple Store-ზე, მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკაში, სიტყვის თავისუფლება და უფლება ჩაიცვან ისე როგორც მოესურვებათ“, წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები სექტემბერში, ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ქალი ირანის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და მოგვიანებით ამინი ციხეში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები