ირინა შეიკი Victoria’s Secret-ის ტრადიციულ შოუში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 5 დეკემბერს პარიზში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ სუპერმოდელს ყველანაირი მონაცემები აქვს, ცნობილი „ანგელოზების“ რიგებში ის მხოლოდ ახლა მოხვდა.
პოდიუმზე შეიკი ჯიჯი და ბელა ჰადიდთან, კენდალ ჯენერთან, ადრიანა ლიმასთან, ალესანდრა ამბროსიოსთან, ლილი ოლრიჯთან და სხვა ლამაზმანებთან ერთად გამოვა.