ცოტა ხნის წინ, ირინა შეიკმა „ინსტაგრამზე“ ფოტოგრაფების, მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის ფოტოების კრებული დააანონსა. ამ დღეებში კი მოდელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა და რომელიც ასევე ფოტოალბომის გამოსვლას ეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ ალბომში შეიკის გარდა ასევე კიმ კარდაშიანის, კეიტ მოსის, ბელა ჰადიდის, ტეილორ სვიფტისა და სხვა ცნობილი ქალების ფოტოებს შეხვდებით.
ფოტოალბომის ფასი კი 700 დოლარი იქნება.ფოტო