LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ოლ ბლექსს მოუგებს: მამუკა გორგოძე მსოფლიო ნაკრებშია

62

საქართველოს ნაკრების და “ტულონის” მორაგბე, მამუკა გორგოძე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის დაასახელეს.

საქმე ისაა, რომ ახლახან დასრულებულ ოთხი ერის გათამაშებაში ახალმა ზელანდიამ უპრობლემოდ მოიგო. “ოლ ბლექსი” დღენიადაგ უძლიერესი გუნდი იყო, მაგრამ ამ ბოლოს დროს მაინც დიდი უპირატესობით ამარცხებს მეტოქეებს და არ მოჩანს გუნდი, ვინც სამხრეთელთა ჰეგემონიას წინ აღუდგება. ამიტომაც ბრიტანელებმა თავად შექმნეს გუნდი, რომელიც შეძლებს ახალ ზელანდიას წინააღმდეგობა გაუწიოს. საუბარია ე.წ. მსოფლიო ნაკრებზე და ჩვენთვის რაოდენ სასიხარულო და საამაყოა, რომ ასეთ გუნდში ქართველი მორაგბე შეიყვანეს. მამუკა მესამე ხაზში (№6) დააყენეს.

“გორგოძე იმ უიშვიათესი მორაგბეების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებთაც არანაირი შიში არ აქვთ. მის უძლიერეს კონტაქტებს უდიდესი დანიშნულება აქვს. სწორედ ასეთი ადამიანები შეძლებენ ზელანდიის ნაკრების დამარცხებას”, – წერია ქართველის დახასიათებისას.

მამუკა გორგოძე ბოლო მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ყველა შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს და მათ შორის, ახალი ზელანდიის წინააღმდეგაც.

აი ის მსოფლიოს ნაკრები, ვინც პლანეტის საუკეთესო გუნდის, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ უნდა დადგეს:

1. ტენდაი მთავარირა (სამხრეთი აფრიკა);
2. მალკოლმ მარქსი (სამხრეთი აფრიკა);
3. რამირო ერერა (არგენტინა);
4. მარო იტოჯე (ინგლისი);
5. ებენ ეცებეთი (სამხრეთი აფრიკა);
6. მამუკა გორგოძე (საქართველო);
7. დევიდ პოქოქი (ავსტრალია);
8. სერჯო პარისე (იტალია);
9. ბენ იანგსი (ინგლისი);
10. დენ ბიგარი (უელსი);
ჯორჯ ნორსი (უელსი); მანუ ტუილაგი (ინგლისი); ჯონათან დევისი (უელსი); სანტიაგო კორდერო (არგენტინა); იზრაელ ფოლაუ (ავსტრალია).

a6100bd0598fa257d095e7aa766aa686

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები