LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლამმა რეალი და ბარსელონა აკრძალა

36

მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, მანჩესტერული გრანდები ისლამური სახელმწიფოს მიერ აკრძალულია.
სასჯელი ძალიან მკაცრია.

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგებმა თავის ტერიტორიაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბებისა და ნაკრებების ფორმით გამოჩენა აკრძალეს. მათ შორის მოხვდნენ უდიდესი გუნდები: „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „მილანი“, გერმანიის ნაკრები და სხვა.

ტერორისტებმა სიახლის შემოღება იმით ახსნეს, რომ ამ გუნდების სიყვარული ისლამს ეწინააღმდეგება და იდეალებისადმი თაყვანისცემას წარმოადგენს. მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე საინფორმაციო ფურცლები მიმოფანტეს და წესების დამრღვევებს გაროზგვით (80 დარტყმა) დაემუქრნენ.

ისლამისტებს ასევე აკრძალული აქვთ სიტყვა „კოცნა“ და მომღერალი მადონა.

სანქციებში მოყვა თთქმის ყველა ცნობილი გუნდი, რომლებიც Adidas-თან და Nike-თან თანამშრომლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები