ისლანდია „ინსტაგრამზე“ ყველაზე პოპულარული ქვეყანაა. მოდურმა გამოცემა „Cosmopolitan“-მა იმ დანიშნულებების სია შეადგინა, რომლებიც სოც-ქსელებში ყველაზე ხშირად ხვდებიან და ბევრ მოწონებასაც აგროვებენ. პირველ რიგში კი გამოცემის რედაქტორებმა ჩრდილოეთ ნათება აღნიშნეს, რომლის გადაღებაც ნამდვილად ყველაზე ტრენდულია. მეორე ადგილს კი ცისფერი ლაგუნა და უჩვეულო ფერის წყლები იკავებენ. რაც შეეხება ქვეყნებს, სიაში – ისლანდია და მისი შავი სანაპიროები ლიდერობენ. ქვეყანას მოგზაურები ძირითადად სწორედ ამის გამო აკითხავენ ხოლმე.
საინტერესოა, რომ ტურისტულმა პორტალმა Rough Guide-მა 2017 წლის ყველაზე ლამაზ ქვეყნად კი შოტლანდია დაასახელა.