LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისპაჰანი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება

46

ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines ისპაჰანი–თბილისი–ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

ისპაჰანსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები 23 ივნისიდან 26 სექტემბრამდე  კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, B737 და MD88 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს 2016 წლის ზაფხულში ასრულებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისსააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 19 მაისს მიანიჭა.

TABAN Airlines საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.