LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მოზარდებისთვის დღის დისკოთეკებს დააბრუნებენ

125
34254

ტურინში (იტალიაში) მოზარდებისთვის დღის, უალკოჰოლო დისკოთეკებს დააბრუნებენ. ასეთი წვეულებები განსაკუთრებით პოპულარული 80-იანი წლების ბოლოს იყო. დისკოთეკები დასვენების დღეებში გაიმართება და მასზე დასწრებას მსურველები სადილის შემდგომ პერიოდში შეძლებენ.

იდეის ავტორებს ახალგაზრდებისთვის ღამის კლუბების ჯანსაღი ალტერნატივის შეთავაზება სურთ.

აღსანიშნავია, რომ უალკოჰოლო წვეულებების იდეა ახალგაზრდა ტურინელებსაც ძალიან მოეწონათ. გამოკითხული 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდების 75% დღე გართობაზე უარს არ იტყოდა, უფრო მეტიც მათ ალკოჰოლის გარეშე დასვენების იდეაც მოსწონთ.

ზოგადად ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა გზებს ეძებენ, რომ ხალხს ალკოჰოლზე უარი ათქმევინონ. მაგალითად, ჩეხეთსა და დანიაში ყოველწლიურად ტარდება გამოწვევები, რაც სპირტიან სასმელზე ერთი თვის განმავლობაში უარის თქმას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები