LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში პარმეზანის დაჩიპვა დაიწყეს

143
6cd93df0d9fcc60e482d59ffd777fe96

იტალიაში პარმეზანის მწარმოებლებმა თავისი ყველის დაჩიპვა დაიწყეს, რათა პროდუქტი გაყალბებისგან დაიცვან. CBS news-ის ინფორმაციით, ეს ჩიპები იჭმევა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

ყველი პარმიჯანი-რეჯანო 1996 წლიდან დაცული პროდუქტის სტატუსს ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დამზადება მხოლოდ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, კონკრეტული სტანდარტებითა და ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი სტატუსისას, არსებობს უზარმაზარი ბაზარი, სადაც ცნობილი ყველის ყალბი ვერსიები იყიდება. გაყიდვების მასშტაბები 2 მილიარდ ევროს აღწევს, მაშინ როცა ნამდვილი პარმეზანის ბრუნვა მხოლოდ 2,9 მილიარდია.
ახალმა ჩიპებმა ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ, რამეთუ მათი დახმარებით მყიდველები შეძლებენ ზუსტად გაიგონ თუ როგორ დამზადდა ყველი, როგორი რძე გამოიყენეს და ა.შ.

ჩიპების შეჭმა დასაშვები იქნება და როგორც მწარმოებელი აზუსტებს, ამის შემდეგ მათზე თვალთვალი შეწყდება.
ჩიპზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა ლაზერული სკანერით იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, ტექნოლოგიით პირველ რიგში მაღაზიები და რესტორნები ისარგებლებენ, ისინი ვინც ყველს დიდი რაოდენობით ყიდულობს. თავის მხრივ მათ შეეძლებათ, რომ უბრალო მყიდველებს პროდუქციის ხარისხის გარანტია მისცენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები