LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში პირველი ღვინის მუზეუმი ვერონაში გაიხსნება

70
FacciataMuseoVillaCanestari

ვერონა იტალიის ღვინის მუზეუმისა და ტურისტული ცენტრის სახლი გახდება.

სასიამოვნო სიახლე ღვინის მოყვარულებს საერთაშორისო ღვინის კონკურსზე აცნობეს. Museo del Vino ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, საუკეთესო ღვინის მწარმოებელ რეგიონში, ვენეტოში განთავსდება.

მუზეუმის შემქმნელს, ენრიკო კორსის უჩვეულო იდეა შოტლანდიაში ყოფნის დროს, ვისკის გამოფენის სტუმრობისას გაუჩნდა.

კორსი გეგმავს დაიწყოს პროექტი Muvino, რომელიც იქნება უნივერსალური მაღაზია ყველაფრის, რაც კი ღვინოსთანაა დაკავშირებული.
კომპლექსი უმასპინძლებს დეგუსტაციებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ასევე მოეწყობა სივრცეები სადაც სტუმრებს ღვინის ისტორიას, კულტურას თუ მის წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტებს გაუზიარებენ.

Muvin ვირტუალურ ტურებსაც აანონსებს, სადაც მსურველებს ღვინის დეგუსტაციის სწორი წესის შესწავლა, ასევე იტალიური მეღვინეობის დათვალიერება შეეძლებათ.

მუზეუმის გახსნა 2026 წლისთვის იგეგმა, ანუ იმ დროისთვის, როცა იტალია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები