LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი ტაქსისტები გაიფიცნენ

60

იტალიელი ტაქსისტები გაიფიცნენ. თუმცა, მათ პირობა დადეს, რომ მათი პროტესტი ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ავადმყოფებს არ შეეხებათ და მათ ჩვეულებრივად მოემსახურებიან.

საპროტესტო აქცია 23 მარტისთვისაა დაგეგმილი და ის იტალიის მთელ ტერიტორიას მოიცავს. გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირები გახდა და ისინი ახალი კანონპროექტის შეცვლას მოითხოვენ. სიახლე კერძო კომპანიების უფლებებს ზღუდავს, რაც ტაქსისტთა შემოსავალზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, ისინი მარტივად დათმობას არ აპირებენ და თუკი ცვლილებები არ მოხდება, მომავალში უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები