LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის სასტუმროები წყვილებს ნომრის საფასურს არ გამოართმევენ

14

იტალიის სასტუმროები წყვილებს, რომლებიც შვილის გაჩენას გეგმავენ – ნომრის საფასურს არ გამოართმევენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ გზით ქვეყანაში ტურისტთა შემოდინება ბევრად გაიზრდება.

„ლოქალის“ ინფორმაციით, აქციას უკვე ქალაქ ასიზის 10 სასტუმრო შეუერთდა და ისინი ორიენტირებული ოჯახურ წყვილებზე იქნებიან. საცხოვრებლის უფასოდ მიღების მსურველებს კი ერთადერთი პირობის შესრულება მოუწევთ – მათ ბავშვის ჩასახვა სწორედ ამ სასტუმროში უნდა შეძლონ. ამის შემოწმებას კი ადმინისტრაცია მარტივად შეძლებს. წყვილს დასაწყისისთვის სასტუმროს ხარჯებს გადაახდევინებენ, ხოლო როცა ისინი ორსულობის დამადასტურებელ საბუთს მიიტანენ, თანხა მთლიანად უკან დაუბრუნდებათ.

სიახლის ინიციატორებს სურთ, რომ გარდა ტურიზმისა, ასევე დაბალი შობადობის პრობლემაც მოაგვარონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები