LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიურ ბარიში უძველესი სასახლე აღადგინეს

35

იტალიურ ბარიში უძველესი სასახლე აღადგინეს. შვაბური სასახლე, რომელიც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დახურული იყო, ვიზიტორებს პირველად უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას 8 მილიონი ევრო დასჭირდა და როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, სასახლე სულ მალე აპულიის ყველაზე პოპულარულ დანიშნულებად გადაიქცევა. სასახლის რამდენიმე დარბაზში მუდმივი ექსპოზიციები – არტეფაქტები, სკულპტურები და საიუვილერო ნამუშევრები განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ შვაბური სასახლე 1131 წელსაა აშენებული და მართლაც უნიკალურ ისტორიას ინახავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები