LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური რესტორანი ტურისტებს „ლაიქების“ სანაცვლოდ დააპურებს

46

იტალიური რესტორანი ტურისტებს „ლაიქების“ სანაცვლოდ დააპურებს. მილანში გაიხსნა ახალი სივრცე – This is not a sushi bar, რომელიც Instagram-ზე პოპულარულ ადამიანებს სრულიად უფასოდ გაუმასპინძლდება. უჩვეულო იდეის ავტორი იტალიელი ძმები პადუი, მატეო და ტომასო პიტარელოები გახდნენ. რესტორნის მომსახურების სისტემა ძალიან მარტივია. სტუმარი უნდა მივიდეს და კერძი შეუკვეთოს, შემდეგ შეკვეთას ფოტო გადაუღოს და სოც-ქსელში გამოაქვეყნოს. თუკი მისი პოსტი 1000-ზე მეტ ლაიქს დააგროვებს, შემდეგ კერძს ის სრულიად უფასოდ მიიღებს. ხოლო, თუკი „ლაიქების“ რაოდენობა 5 ათასზე მეტი იქნება – ვიზიტორს შეუძლია არა ერთი არამედ ორი კერძიც კი შეუკვეთოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები