იტალიურმა სასტუმრომ დამსვენებლებს ოქროსგან დამზადებული თეთრეული შესთავაზა. საინტერესო ინიციატივა მილანში მდებარე Town House Calleria-ს ადმინისტრაციას გაუჩნდა. მათ გადაწყვიტეს, რომ საპრეზიდენტო ლუქსი კიდევ უფრო მდიდრული და მიმზიდველი გაეხადათ და საწოლს ოქროს თეთრეული გადააფარეს. თეთრეული 24 კარატიანი ოქროსა და აბრეშუმის შერევითაა დამზადებული და ძვირფასი ლითონი მის 40%-ს მაინც შეადგენს. ერთი ასეთი კომპლექტის ღირებულება 200 ათასი ევროა და სწორედ ამიტომ, ლუქსთან მუდმივად დაცვა იმორიგევებს.