LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუნესკო სკოლებში სმარტფონების გამოყენების აკრძალვას ითხოვს

149
smartfoni skolebshi

იუნესკო მთელი მსოფლიოს სკოლებს მოუწოდებს გაკვეთილებზე სმარტფონების გამოყენება აკრძალონ.

ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ გაჯეტების გამო მოსწავლეები გაკვეთილებზე ცდებიან და ეს სწავლას ხელს უშლის.

თავის ანგარიშში იუნესკო ტექნოლოგიური მოწყობილობების ზედმეტ გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას. ექსპერტები დარწმუნებული არიან, ისინი ზომიერად უნდა გამოიყენონ, მხოლოდ დანიშნულებისამებრ, ხოლო პროცესს კვალიფიციურმა მასწავლებელმა უხელმძღვანელოს.

„ციფრულ რევოლუციას უზომო პოტენციალი აქვს. საზოგადოებაში მოწოდებები ისმის, რომ ის უნდა დარეგულირდეს. ასევე ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორ გამოიყენება ტექნოლოგიები განათლების დარგში. ისინი განათლების დონის ამაღლებისკენ უნდა იყოს მიმართული, მოსწავლეებისა და მასწავლებლების სასიკეთოდ და არა საზიანოდ“, – განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.

მოხსენების ავტორები აღიარებენ, რომ ახალი ტექნოლოგიები შესაძლოა სასარგელო იყოს კონკრეტულ დარგებში, თუმცა სკოლებმა უნდა დაარეგულირონ, რათა ბავშვებზე დამღუპველი გავლენა აიცილონ თავიდან.

აღსანიშნავია, რომ ყოველ მეოთხე ქვეყანაში სმარტფონები სკოლებში აკრძალულია.

საფრანგეთმა ეს აკრძალვა 2018 წელს შემოიღო. იტალიაში მასწავლებელი დღის დასაწყისში ჩამოართმევს ხოლმე სმარტფონებს მოსწავლეებს. 2024 წელს მათ შეუერთდებიან ფინეთი და ნიდერლანდები.

იუნესკო კი გლობალური აკრძალვის რეკომენდაციით გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები