LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვე ვან გოლ: რას წერს იტალიური პრესა აიაქსი-იუვენტუსზე

166
download11

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს საღამოს ირი მაგარი თამაშია. ერთი ამსტერდამშია, სადაც ახალგაზრდული და ნიჭიერი „აიაქსი“ ერთ-ერთ ფავორიტს, რონალდოს „იუვენტუსს“ დაუხვდება.

წამყვანი იტალიური გამოცემები ბუნებრივია ამ მატჩს დიდ ყურადღებას უთმობენ.
ვნახოთ, როგორია Gazzetta, TuttoSport და Corriere 10 აპრილს.

 

იუვე ვან გოლ.
ვარსკვლავური ღამე ამსტერდამში. რონალდოს დაბრუნება და შერკინება „აიაქსის“ ტალანტებთან. რუგანი ტრავმირებული კიელინის ადგილზე.

 

 

რონალდო, მანჯუკიჩი, ბერნარდესკი, კინი (სკამზე, მაგრამ მზად გასასვლელად): საჭიროა მათი გოლები, რათა ნახევარფინალი დავჯავშნოთ. ალეგრი: „მატჩი არ დამთავრდება 0:0.“

 

 

„იუვე“ ამსტერდამში, ოთხიდან პირველი ნაბიჯი მადრიდის ფინალისკენ. ალეგრი იწყებს „აიაქსის“ შტურმს: CR7 ითამაშებს, საჭიროა გატანა. მოედანზე მილიარდი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები