LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივნისში მივემგზავრები ისრაელში კიდევ ერთ კონკურსზე” – ანასტასია ჩხეიძე

186
2-21-1024x683

„რადიო დუეტის” სტუმრები კომპოზიტორ-შემსრულებელი ჯემალ სეფიაშვილი და ახალგაზრდა მომღერალი ანასტასია ჩხეიძე იყვნენ, რომელიც უკვე ორი კონკურსის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელია.

გადაცემის ფარგლებში ანასტასიას ორი ახალი ნამუშევრის პრემიერა გაიმართა. „ჩემი დილა” და „ჩემი სიმღერა” ასეთია სიმღერების სახელწოდება,  რომელთა ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძეა, მუსიკა ჯემალ სეფიაშვილს, არანჟირება კი გია მაჭარაშვილს ეკუთვნის.

უახლოეს გეგმებზე საუბრისას ჯემალ სეფიაშვილმა გრანდიოზული კონცერტი-აქცია დააანონსა, რომელიც 9 აპრილს დიდ საკონცერტო დარბაზში  პატრიარქის კურთხევით, პრემიერ მინისტრის პატრონაჟით და საქართველოს პრეზიდენტის თანადგომით გაიმართება. ღონისძიება სამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, 28 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და 30 წელი უსრულდება გახმაურებულ სიმღერას ”ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”.

 

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები