LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება ადოლფ ჰიტლერის მერსედესი

48

იანვრის შუა რიცხვებში ამერიკულ სკოტსდეილში რარიტეტული ავტომობილი – Mercedes-Benz 770K Grosser Offener Tourenwagen გაიყიდება. 1939 წლის ოქტომბრიდან 1941 წლის მაისამდე მას ადოლფ ჰიტლერი სააღლუმე ავტომობილად გამოიყენებდა.

აღნიშნული ეგზემპლარი სპეციალურად ჰიტლერისთვის აიწყო. ავტომობილზე მუშაობისას ჰიტლერის პირადი მძღოლის, ერიხ კემპკის ყველა მოთხოვნა გაითვალისწინეს. ავტომობილმა 30 მილიმეტრიანი დაჯავშნული საქარე მინა, ძარის გაძლიერებული პანელი, სალონის უკანა ნაწილში კი დამცავი სექცია მიიღო, რომლის აწევა-ჩაწევა იყო შესაძლებელი.

სულ 203 ერთეული Offener Tourenwagen აიწყო. ამ მომენტისთვის მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ავტომობილია შემორჩენილი, მათგან სამი კი კერძო კოლექციებშია. ასეთივე ავტომობილი თავის დროზე იმყოფებოდა იაპონიის იმპერატორის, ჰიროჰიტოს, ნორვეგიის მეფის, დიქტატორ ანტონიო დი სალაზარისა და ფრანცსისკო ფრანკოს ავტოფარეხებში.

ავტომობილი აღჭურვილია 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და 7,7 ლიტრის მოცულობის 8 ცილინდრდიანი ძრავით, რომელიც 230 ცხენის ძალას ავითარებს.

ჰიტლერის მერსედესი 1945 წელს ამერიკულ ჯარს დარჩა და აშშ-ში გაიგზავნა. ავტომობილმა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა, ის ლას ვეგასში, კაზინო Imperial Palace-ის კოლექციაშიც იმყოფებოდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი ჩიკაგოს მუზეუმში იყო წარმოდგენილი.

რამდენად იყიდება ავტომობილი, უცნობია, ცნობილი ის არის, რომ შემოსული თანხიდან 10% საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს გადაერიცხება.

https://motor.ru/news/mercedeshitler-20-12-2017.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები