LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება მსოფლიოში ყველაზე მახინჯი Ford Mustang

103

საიტზე Сraigslist გაჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იყიდება უჩვეულო Ford Mustang. კუპე სხვა ავტომობილების ნაწილებისგან არის აწყობილი და მასში გამყიდველი 5995 დოლარს ითხოვს.

გასაყიდად გამოტანილი ავტომობილი 2007 წლის Mustang-ის ბაზაზეა აწყობილი, აქვს ხელით გაკეთებული ძარა, 2008 წლის Lotus Elise წინა ფარები, ხოლო უკანა ფარები 1989 წლის Cadillac-სგან აქვს აღებული.

უკანა ამძრავიანი ავტომობილი აღჭურვილია V6 ძრავით და ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები