LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო ბანკირი, რომელიც შემიყვარდა, მაგრამ ეს პლატონური სიყვარული იყო“ – ნინო ღავთაძე

248
nino-ghavtadze

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი ნინო ღავთაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრა.

 ნინო, ძალიან ბევრი ისეთი სიმღერა გაქვს, რომელიც ძალიან უყვარს მსმენელს. რა საფეხურები გაიარე და რა შრომა ჩადე იმაში, რომ აქამდე მოსულიყავი და რა მიზნები გქონდა და რა მიღწევები გაქვს ახლა?

ჩემი პირველი სიმღერა „არ გემდური“ იყო. პირველი სიმღერის ჩაწერიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. სრულიად შემთხვევით ჩავწერე ეს ნამუშევარი. იქამდე უბრალოდ ტექსტებისა და მუსიკის ავტორი ვიყავი. „არ გემდური“ „არ დაიდარდოში“ რომ დავტოვე, ისეთი პოპულარული გახდა, რომ ამის მერე გამიჩნდა მომღერლობის, სიმღერების ჩაწერის და შემოქმედებითი წვის „სენი“.

შენი გადმოსახედიდან, რომელია სიმღერა, რომელმაც „იფეთქა“ და რომელიც მსმენელს სულ ახსოვს?

პერიოდულად ყოველთვის უყვარდებოდათ რაღაც სიმღერები, მაგრამ ვფიქრობ ასეთია „თოლია“. მინდა გითხრათ, რომ რასაც დავწერ, მისრულდება. დავაკვირდი, რომ ყველა სიმღერას თავისი ენერგეტიკა აქვს. სევდიანი სიმღერის დაწერის შემდეგ, რაღაც პერიოდი მოწყენილს მიცხოვრია. სიმღერამ „თოლია“ ძალიან კარგი შედეგები მომიტანა, ძალიან კარგად ვიყავი იმ პერიოდში.

როდის და როგორ დაიწერა „წუწკი ბანკირი“?

„წუწკ ბანკირს“ საერთოდ სხვა ისტორია აქვს, ეს ჩემი პირველი სიყვარულისადმი მიძღვნილი სიმღერაა. იყო ბანკირი, რომელიც შემიყვარდა, მაგრამ ეს პლატონური სიყვარული იყო.

თამამი აღიარება იყო…

კი, რადგან წლები რომ გადის, მერე უკვე ლამაზ მოგონებად რჩება ეს ყველაფერი.

არანაირი ემოციური კავშირი აღარ გაქვს ანუ ამ წარსულთან?            

არა და ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა, რადგან როდესაც შეყვარებული ვარ, სუსტი და დაუცველი ვხდები.

ახლა სუსტი და დაუცველი ხარ?

არა, ახლა უძლიერესი ვარ (იცინის).

რა სიახლეებია შენს კარიერაში, ახალ სიმღერაზე თუ მუშაობ?

ამჟამად სვანეთში ვიმყოფები, აქ ვმუშაობ, საღამოობით ვმღერი და შესაბამისად, ახალი სიმღერებისთვის ჯერ ვერ ვიცლი.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები