LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს მივუძღვენი… სიყვარული ყველა ასაკში უბერებელი ყოფილა“ – გოჩა იაშაღაშვილი

733
1l4a9852-2020-11-22_11-16-37_099041-1024x683 (1)

18 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას მხიარული დილა გოჩა იაშაღაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში გოჩას ახალი სიმღერის „არ დაიდარდო“ პრემიერა შედგა.

გოჩა, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე სიმღერაზე „არ დაიდარდო“.

ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს მივუძღვენი და გინდა, მეორედ გამოგყვები ცოლადო, ასე შემიფასა. სიყვარული, თურმე, ყველა ასაკში უბერებელი ყოფილა. ჩემი მეუღლე 17 წლის იყო, სიმღერა „ო, ეს თვალები“ რომ დავუწერე და ეს სიმღერა 50 წლის რომ გახდა, მაშინ დავუწერე.

ჩემია ტექსტიც, მუსიკაც და არანჟირებაც, ასევე დავდგი პატარა სცენარი კლიპისთვის. ვიფიქრე, ჩემს სიყვარულზე ვლაპარაკობ და  კლიპში სხვა ქალს ხომ არ ვათამაშებ-მეთქი და მე და ჩემი მეუღლე ვართ ვიდეოში.

ვიდეოს ნახვა მსმენელს „იუთუბზე“ შეუძლია.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გოჩა იაშაღაშვილი – არ დაიდარდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები