LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar i-Pace ორ Tesla Model X-ს დაუპირისპირდა

72

Jaguar i-Pace ორ Tesla Model X-ს დაუპირისპირდა. წლის ყველაზე მთავარი ელექტრონული კროსოვერების და ამავდროულად სერიოზული კონკურენტების რბოლა Youtube არხის Carwow-ს ავტორებმა მოაწყეს.

ავტომობილები ერთამანეთს 3 დისციპლინაში – დრეგში, რბოლასა და სწრაფ დამუხრუჭებაში შეაჯიბრეს. Jaguar-ის პირველ ელექტრონულ კროსოვერს ორი ელ-ძრავი აქვს და მთლიანობაში მას 400 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. I-Pace-ს 1-დან 100 კმ-ს ასაკრეფად სულ რაღაც 4,8 წამი სჭირდება. სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-მდეა შეზღუდული. Tesla Model X-ის ძრავი კი 417 ცხენის ძალას ავითარებს. კროსოვერს პირველი „ასეულის“ მისაღწევად 5 წამი სჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია. საინტერესოა, რომ ელექტროძრავებს მთლიანობაში 773 ძალის განვითარება შეუძლიათ და სპორტქარებს 0-დან 100 კმ-ს გასავითარებლად 3,1 წამი სჭირდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები