კომპანია Jaguar-მა ახალი თაობის უნივერსალ XF Sportbrake-ის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. სიახლის პროფილი ჩოგბურთის კორტზე გამოსახეს, იქ სადაც უიმბლდონის ტურნირი გაიმართება და რომლის პარტნიორიც ბრიტანული ავტომწარმოებელია.
როგორც ცოტა ხნის წინ იყო ცნობილი, უნივერსალს იმავე სახელის სედანის ბაზაზე ააწყობენ. ამავე მოდელისგან ისესხებენ ძარის წინა ნაწილის გაფორმებასაც.
საბარგულის მოცულობა 600 ლიტრამდე გაიზარდა, ხოლო მეორე რიგის სავარძლების გადაკეცვის შემდეგ კი, თავისუფალი სივრცე 1700 ლიტრამდე იზრდება.
უნივერსალ Jaguar XF Sportbrake-ის პრემიერა ფრანქფურტის ავტოსალონზე, შემოდგომაზე შედგება.
