LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar-მა სიჩქარის ახალი რეკორდი წყალზე დაამყარა

71

Jaguar-მა სიჩქარის ახალი რეკორდი წყალზე დაამყარა. ბრიტანულმა მწარმოებელმა პირველობა ელექტრო ძრავის მქონე კატერების შეჯიბრში მოიპოვა. ნავი სახელად Jaguar Vector Racing V20E მრავალთვიანი მუშაობის შედეგია და მის აწყობაში სხვადასხვა კომპანიების სპეციალისტებთან ერთად ფორმულა -1-ის გუნდიც მონაწილეობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატერის კონსტრუქციაში ფორმულა-E-ს სარბოლო ტექნოლოგია გამოიყენეს. ნავის უკანა ნაწილში ორი ელექტროძრავი YASA-აა ჩამონტაჟებული და მისი სიძლიერი 299 ცხენის ძალას აღწევს. კატერის მთლიანი მასა კი 320 კგ-ია. რეკორდის დასამყარებლად კატერს 20 წუთის განმავლობაში ორი სრული წრის დარტყმა უნდა მოესწრო. შედეგად Jaguar Vector-მა 142,6 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო და 2008 წლის რბოლის შედეგი გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ აბსოლიტური რეკორდი წყალზე – 511 კმ/სთ-ში ჯერ კიდევ 1978 წელსაა დამყარებული და მისი მოხსნა ჯერ-ჯერობით ვერავინ შეძლო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები