LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონია (ვიდეო)

20

ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა.

პრემიერლიგის 27-ე ტურის მოსკოველთა მთავარი კონკურენტი, “ზენიტი” “ტერეკთან” საშინაო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და პირველობისთვის ბრძოლის ყველანაირი შანსი დაკარგა. “სპარტაკი” კი 16-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

24 წლის ანანიძემ ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. 2013/14 წლების სეზონში “როსტოვში” განათხოვებულმა ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის თასის მოგება შეძლო.

რუსეთის ჩემპიონატის მოგებასთან ერთად “სპარტაკმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ჯანო ანანიძემ რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.


ჯანო ანანიძე მიიჩნევს, რომ ახლა, როცა ჩემპიონები არიან და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშონ, გუნდიდან წასვლა არავის მოუნდება. იგი მომავალს ისევ „სახალხო გუნდს“ უკავშირებს.

„აქ თითქმის ათი წელია ვარ და აქამდე ერთი ტიტულიც არ მქონდა მოგებული. ეს კი პირველი ჯილდოა და იმედია, არა უკანასკნელი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გამარჯვების ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს 16 წლის შემდეგ ჩემპიონობას.
ახლა ჩემს მომავალს მხოლოდ „სპარტაკში“ ვხედავ. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და ჩემპიონი გუნდიდან არავის მოუნდება სხვაგან წასვლა, თუნდაც ევროპაში“, – განაცხადა ჯანომ.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=i5iSC32N3YM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები