LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-ი მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უბრუნდება

106
1098x1098

Jeep-ი გეგმავს კვლავ დაიწყოს პიკაპების გამოშვება მექანიკური გადაცემათა კოლოფით. საუბარია, სავარაუდოდ, მოდელზე Jeep Gladiator, რომელმაც „მექანიკა” ცოტა ხნის წინ დაკარგა. 

მანამდე მწარმოებელმა 2025 წლისთვის Gladiator-ის მოდელიდან 6 საფეხურიანი მექანიკური კოლოფი ამოიღო, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა ავტომატურ ტრანსმისიას ირჩევდა.

თუმცა ახლა კომპანია პოზიციას ნაწილობრივ ცვლის. Jeep-ის ოფროუდისა და ელექტრომობილების მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „Wrangler-ის მსგავს მოდელს მექანიკური კოლოფი დაუბრუნდება“, რაც ექსპერტების შეფასებით სწორედ პიკაპ Gladiator-ს გულისხმობს.

თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დადასტურდება, ბაზარზე კვლავ გაიზრდება მექანიკური ტრანსმისიით პიკაპების რაოდენობა – ამ სეგმენტში ასეთი მოდელები უკვე იშვიათობაა. ამ ეტაპზე ერთ-ერთ იშვიათ მაგალითად რჩება Toyota Tacoma, რომელიც კვლავ სთავაზობს „მექანიკას“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ბაზარზე ავტომატური ტრანსმისიების დომინირებისა, Jeep ცდილობს შეინარჩუნოს ენთუზიასტებზე ორიენტირებული მოდელები – განსაკუთრებით ოფროუდ სეგმენტში, სადაც მექანიკური კოლოფი ჯერ კიდევ მოთხოვნადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები