LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-მა სკოლის მოსწავლეებს მომავლის Wrangler-ის მოფიქრება სთხოვა

55

ალიანსი Fiat Chrysler Automobiles დიზაინის ყოველწლიური რიგით მეექვსე კონკურსის Drive for Design-ის დაწყების შესახებ აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება მე-10 და მე-11 კლასელები მიიღებენ. წელს მათ შესთავაზეს, მოიფიქრონ როგორი იქნება 2030 წლის Jeep Wrangler.

გაგზავნილ ნამუშევრებს ჟიურის წევრები შეამოწმებენ – FCA-ს ამერიკული ოფისის დიზაინის ცენტრის თანამშრომლები. ნამუშევრებს შესრულების ოსტატობის, დიზაინის ხარისხის, ილუსტრაციებისა და ორიგინალობის მიხედვით შეაფასებენ. გამარჯვებულს ოთხ მაისს დაასახელებენ.

კონკურსის პრიზი მარკის პროდუქტიული დიზაინის ცენტრის მონახულება და საავტომობილო დიზაინის ორ კვირიანი კურსი იქნება რომელიც ლოურენსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარდება. ასევე, გამარჯვებულს დიზაინის გამოფენაზე EyesOn Design დასაწრები ბილეთებით დაასაჩუქრებენ.

2017 წელს კონკურსის Drive for Design გამარჯვებული დევის კუნსელმანი გახდა, რომელიც Mount de Sales Academy-ს საშუალო სკოლაში სწავლობდა. მან Dodge-ის მომავლის დიზაინი, სახელწოდებით Fusion დახატა. 2016 წელს პირველი ადგილი ბენ ტრეინენის ნამუშევარმა მიიღო, რომელიც Archbishop Moeller High School-ში სწავლობდა.

მსხვილი ავტომწარმოებლები ხშირად სთხოვენ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს დახმარებას. ამ სფეროში ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ელექტრონული ბაგი Kite გახდა, რომელიც ევროპის დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტებმა Hyundai-სთვის შეიმუშავეს. სიახლეს, კონცეპტის სტატუსით ჟენევაში, 6 მარტს წარმოადგენენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები