LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ 13 ივლისს კონცერტს გამართავს

70
5678678687

„რეზო და ბავშვები“ მსმენელს ახალი ნამუშევრებით და კონცერტებით ხშირად ანებივრებს. ჯგუფმა ზაფხულის სეზონზე არაერთი კონცერტი გამართა და კვლავ განაგრძობს მსმენელის განწყობაზე ზრუნვას. „რეზო და ბავშვები“ 13 ივლისს ბათუმში, „Sector26“-ში იმღერებენ. კონცერტის დასაწყისი 23:00 საათი გახლავთ. ბილეთების შეძენა ვებგვერდზე tkt.ge არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ახლახან „რეზო და ბავშვების“ და ნათია დუმბაძის სიმღერის „ლამპიონები“ პრემიერა შედგა. სიმღერამ მსმენელის მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ნათია დუმბაძისა და „რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპის ტელეპრემიერა გაიმართება: „ასე შედგა ჩვენი თანამშრომლობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები