LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ჰადიდი ახალი სარეკლამო კამპანიისთვის გაშიშვლდა

53

სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელიც ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ ყველაზე სექსუალურ გოგონად დასახელდა, აქტიურად მონაწილეობს თამამ სარეკლამო კამპანიებში. რამდენიმე დღის წინ ქსელში გამოჩნდა ჰადიდის კადრები, სადაც ის „ვერსაჩეს“ რეკლამაში მთლიანად შიშველი მონაწილეობს, ამჯერად კი მის პორტფოლიოს Stuart Weitzman-ის სარეკლამო კამპანიაც შეემატა.

მათზე ჰადიდი ცნობილი მარიო ტესტინოს ობიექტივში ასევე სრულიად შიშველია თუ არ ჩავთვლით ფეხსაცმელს, რომლის რეკლამასაც მოდელი აკეთებს.

კომპანიისა და მოდელის თანამშრომლობა რამდენიმე სეზონის წინ დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე ბრენდმა ჯიჯის საპატივსაცემო სპეციალური ფეხსაცმელიც კი შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები